The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავითი (მიტროპოლიტი)

დავითი
ოფიციალური სახელი:გრიგოლ ჭკადუა
დაბადების თარიღი:22 მარტი, 1926
გარდაცვ. თარიღი:7 ოქტომბერი, 1992  (66 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სიონის საკათედრო ტაძრის ეზო, თბილისი
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაიბადა სასულიერო პირის ოჯახში. დაამთავრა პიატიგორსკის სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი 1955 წელს. 1956-1978წწ. მუშაობდა სტომატოლოგიური კაბინეტის გამგედ. 1978 წლის აგვისტოს ეკურთხა მღვდლად და დაინიშნა მარტყოფის ღვთაების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად. 1978 წლის 20 ოქტომბერს გრიგოლ ჭკადუა მცხეთის სამთავროს მონასტერში აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად დავითი, 15 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ხელდასხმულ იქნა ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის მმართველად. 1980 წლის 14 ოქტომბერს მეუფე დავითი აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში და დაინიშნა მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორად. ამ თანამდებობაზე იყო 1984 წლამდე. 1981 წლის 8 სექტემბერს გადაიყვანეს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველად. 1984 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო განყოფილებას. 1983 წლის 26 ივნისიდან იყო მიტროპოლიტი. იგი დაჯილდოებული იყო საქართველოს, კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, იერუსალიმის, ბულგარეთის, ჩეხოსლოვაკიის, რუსეთის საპატრიარქოს ორდენებით.

წყარო: ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები). - თბ., 2010. -გვ. 249-251.


გააზიარე: