The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შიო (მიტროპოლიტი)

შიო
Legal name:ვარლამ ავალიშვილი
Date of birth:17 September, 1909
Date of death:25 March, 1991  (at 81 years)
Burial location:სიონის საკათედრო ტაძარის ეზო, თბილისი
Category:Religious leader

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ხორითი(მაშინდელი შორაპნის მაზრა).

1917-1923წწ. სწავლობდა ხარაგაულის რაიონის სოფელ ლაშის სკოლაში, 1924-1925წწ. ზესტაფონის საშუალო სკოლაში, 1925-1928წწ. წლებში თბილისის მე-9 საშუალო სკოლაში.

1929 წელს პოლიტიკური ბრალდებით დააპატიმრეს და გადაასახლეს საქართველოდან. დაბრუნდა 1932 წელს. 1936 წლამდე მუშაობდა ხარაგაულის რაიონის სოფელ ხუნევის კოოპერატივის ბუღალტრად. 1975-1977წწ. იყო მორჩილი ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში. 1978 წლის 23 აპრილს აღიკვეცა ბერად, 27 აპრილს ხელდასხმულ იქნა დიაკვნად, 22 ივლისს მღვდელმონაზონად, 28 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ხელდასხმულ იქნა მაწყვერელ-ნიკორწმინდელ ეპისკოპოსად. იმავდროულად დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად. 1978 წლის 14 დეკემბერს აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში და გადაყვანილ იქნა ქუთათელ-გაენათელად. 1981 წლის 9 სექტემბერს, უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ბრძანებით მიტროპოლიტი შიო გადაყვანილ იქნა ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის მმართველად. 1986 წლის 24 ივნისს წმიდა სინოდმა მიტროპოლიტ შიოს ჩამოართვა ეპარქია და პენსიაზე გაუშვა.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდი: nplg.gov.ge


Share: