The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ამბროსი

ამბროსი
Legal name:ალექსანდრე ქათამაძე
Date of birth:22 July, 1942
Date of death:27 November, 2008  (at 66 years)
Burial location:შიომღვიმის მამათა მონასტერი, მცხეთა
Category:Religious leader

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მენჭიორი, ტყიბულის რაიონი.

დაამთავრა ჯერ მცხეთის სასულიერო სემინარია, ხოლო 1969 წელს მოსკოვის სასულიერო სემინარია.

1971 წელს ურბნელმა მიტროპოლიტმა დავითმა (დევდარიანი) აკურთხა მთავარდიაკვნად, 1973 წელს კი ქუთათელ-გაენათელმა და ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა რომანოზმა (პეტრიაშვილი) მღვდლად და მოწამეთას ეკლესიაში განამწესა. 1977-1989 წლებში სწავლობდა მოსკოვის ზაგორსკის სასულიერო აკადემიაში. 1979 წლის 10 აგვისტოს აღიკვეცა ბერად და ეწოდა ამბროსი, 11 აგვისტოს აიყვანეს არქიმანდრიტის ხარისხში, ხოლო 13 აგვისტოს ეპისკოპოსის ხარისხში და ჩააბარეს ნიკორწმინდის ეპარქია. 1980 წლიდან იყო ახალციხისა და სამცხე-ჯავახეთის ეპარქიის მმართველი, ხოლო 1981-1992 წლებში კვლავ ნიკორწმინდის ეპარქიის მმართველია. 1991-1992 წლებში იგი აქტიურად უჭერდა მხარს ზვიად გამსახურდიას, 1992 წელს კი იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა. 1994 წლის თებერვალში ქ. გროზნოში მან წესი აუგო საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას. მეუფე ამბროსი 1992-2005 წლებში მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც იგი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაპირისპირებულ "ისტინის მართლმადიდებელი ეკლესიის" თავმჯდომარედ, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტად აირჩიეს. 1992 წლის 12 მაისს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა გაათავისუფლა ნიკორწმინდის ეპარქიის მმართველობიდან, ხოლო 1998 წლის 8 ოქტომბრიდან წმიდა სინოდის განჩინებით ჩამოართვეს ბერობის ხარისხი, იგი დაყვანილ იქნა ერისკაცობამდე. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი 1979 წლის 13 აგვისტოდან 1992 წლის 12 მაისამდე. 

წყარო: ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები)/სერგო ვარდოსანიძე.- თბ., 2010. -გვ. 272-274


Share: