The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალიკო ჯუღელი

ვალიკო ჯუღელი
ოფიციალური სახელი:ვალერიან ჯუღელი
დაბადების თარიღი:1887
გარდაცვ. თარიღი:30 აგვისტო, 1924  (37 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სვირი, შორაპნის მაზრა.

დაამთავრა სოხუმის გიმნაზია 1912 წელს.

სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, სადაც ჩაება სოციალ-დემოკრატიული წრეების მუშაობაში და მონაწილეობდა ქუთაისელი მოსწავლეების მიერ 1904-1905 წლებში მოწყობილ საპროტესტო დემონსტრაციებში, რის გამოც გიმნაზიიდან გარიცხეს. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ მიემხრო "მენშევიკების" ფრაქციას. 1917 წელს იყო ტფილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი. 1917 წლის დეკემბერში იყო საქართველოს წითელი გვარდიის ერთ-ერთი დამაარსებელი და ორგანიზატორი, არჩეული იყო სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრად. უშუალოდ ხელმძღვანელობდა სახალხო გვარდიის საბრძოლო ოპერაციების უმეტესობას. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის თებერვლიდან იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო სამხედრო კომისიის წევრი. 1924 წლის 28 აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების დაწყებისთანავე "ჩეკამ" სხვა პოლიტპატიმრებთან და მოქალაქეებთან ერთად დახვრიტა თბილისში, სავარაუდოდ 30 აგვისტოს ღამეს.

წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.492

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დემპოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)

გააზიარე: