Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვალიკო ჯუღელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სვირი, შორაპნის მაზრა. დაამთავრა სოხუმის გიმნაზია 1912 წელს. სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, სადაც ჩაება სოციალ-დემოკრატიული წრეების მუშაობაში და მონაწილეობდა ქუთაისელი მოსწავლეების მიერ 1904-1905 წლებში მოწყობილ საპროტესტო დემონსტრაციებში, რის გამოც გიმნაზიიდან გარიცხეს. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ მიემხრო "მენშევიკების" ფრაქციას. 1917 წელს იყო ტფილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი. 1917 წლის დეკემბერში იყო საქართველოს წითელი გვარდიის ერთ-ერთი დამაარსებელი და ორგანიზატორი, არჩეული იყო სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრად. უშუალოდ ხელმძღვანელობდა სახალხო გვარდიის საბრძოლო ოპერაციების უმეტესობას. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის თებერვლიდან იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო სამხედრო კომისიის წევრი. 1924 წლის 28 აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების დაწყებისთანავე "ჩეკამ" სხვა პოლიტპატიმრებთან და მოქალაქეებთან ერთად დახვრიტა თბილისში, სავარაუდოდ 30 აგვისტოს ღამეს. წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.492 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |