შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ რამიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1956 წელს. 1957 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მართვის სისტემების ინსტიტუტში; 1967 წლიდან ამავე ინსტიტუტის სახეთა გამოცნობის განყოფილების გამგე; 1981 წლიდან დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში. მისი შრომები ეხება ადამიანისა და გამომთვლელი მანქანის ზეპირსიტყვიერ დიალოგს. მისი სამეცნიერო ინტერესებს წარმოადგენდა სამეტყველო სიგნალის კვლევა, მეტყველების ავტომატური ამოცნობა, ხმის ინდივიდუალური თავისებურებათა შესწავლა და ხმის ავტომატური ვერიფიკაციისა და იდენტიფიკაციის მიზნით ქართული მეტყველების სინთეზისა და დიალოგური სისტემების შექმნა. ამ მიმართულებებს მან მიუძღვნა ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და ოთხი მონოგრაფია. მისი მონოგრაფია "სამეტყველო სიგნალი და ხმის ინდივიდუალობა", რომელიც გამოქვეყნდა 1976 წელს რუსულ ენაზე, ამ დარგში იყო ერთ-ერთი პირველი გამოკვლევა მსოფლიოში. გ. რამიშვილის ნაშრომს ციკლისათვის "სამეტყველო სიგნალის ინდივიდუალური თავისებურებები, კვლევა და ხმების ავტომატური ვერიფიკაციის სისტემათა შემუშავება", მიენიჭა საქართვლოს სახელმწიფო პრემია. მის მიერ მიღებული სამეცნიერო შედეგები მოხსენიებულია საერთაშორისო კონფერენციებზე, სიმპოზიუმებსა და კონგრესებზე. დიდი ღვაწლი მიუძღვის ახალგაზრდების აღზრდაში და სამეცნიერო სკოლის ჩამოყალიბებაში. მისი ხელმძღვანელობით საქართველოში ჩატარდა მრავალი საერთაშორისო კონფერენცია და სკოლა-სემინარი. ქართველი მეცნიერი, მსოფლიოში აღიარებული სპეციალისტი სახეთა გამოცნობის დარგში, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1977), პროფესორი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ., 1984.-გვ.298; ქართული პრესის ელექტრონული არქივი: opentext.org.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |