Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვალერიან რამიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი დიდი ვანი, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1933 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის პედაგოგიურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში; იყო განათლების სამინისტროს მეთოდგანყოფილების გამგე; პედაგოგიურ მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1959 წლიდან მუშაობდა ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1960-1968წწ. იყო დაწყებითი განათლების პედაგოგი და მეთოდიკის კათედრის გამგე; 1968 წლიდან - ქართული ენისა და ლიტერატურის მეთოდიკის კათედრის გამგე. ავტორია 750 ნაშრომისა (მონოგრაფიები, სტატიები). მათი ძირითადი ნაწილი ეძღვნება ქართული ენის სწავლების მეთოდიკას; ავტორია დაწყებითი კლასების პროგრამებისა და სახელმძღვანელოებისა. პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1967). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ., 1984.-გვ.298; ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.388 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |