შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი მარგიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, არქიტექტურის სპეციალობით 1949 წელს. 1950-1957წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქსოფლსახპროექტში" არქიტექტორად, ჯგუფის ხელმძღვანელად, პროექტის მთავარ არქიტექტორად; 1988-1997წწ. ინსტიტუტის მთავარ არქიტექტორად; არის გამარჯვებული სხვადასხვა კონკურსებისა: საქართველოს სოფლის მეურნეობის მიღწევათა პავილიონი მოსკოვში (II პრემია, 1957), სოფლის საცხოვრებელი სახლების სერია, I ხარისხის დიპლომი (1968), სოფლის ერთბინიანი საცხოვრებელი სახლების პროექტების დათვალიერება-კონკურსი, აღინიშნა ბრინჯაოს მედლით (მოსკოვი, 1971), დათვალიერება-კონკურსი, ვერცხლის მედალი (მოსკოვი, 1980), დათვალიერება-კონკურსი, ოქროს მედალი (მოსკოვი, 1981), წლის საუკეთესო არქიტექტურული ნაწარმოები, ლაურეატის დიპლომი (1985), საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1987), 1957-1997წწ. მისი ძირითადი ნამუშევრებია: რეალიზებული - რესპუბლიკის სასოფლო მშენებლობისათვის განკუთვნილი ტიპობრივი და ეტალონური პროექტების სერიები (ავტორობით, მონაწილეობით, ხელმძღვანელობით), როგორც სახელმწიფო, ასევე ინდივიდუალური მშენებლობისათვის; ერთბინიანი, ბლოკირებული, გალერეის ტიპისა და სექციური საცხოვრებელი სახლები რესპუბლიკის სხვადასხვა კლიმატური პირობებისათვის; მონაწილეობდა საერთაშორისო ღონისძიებებში: არქიტექტურის მსოფლიო ბიენალე - "გრანპრი", სოფია (1985); პირველი ბიენალე თბილისში, კონკურსის პრემიის ლაურეატი (1988); იყო არქიტექტურის საკავშირო VII და VIII ყრილობების დელეგატი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.371; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.530-531 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |