The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი მარგიშვილი

ირაკლი მარგიშვილი
დაბადების თარიღი:11 ივლისი, 1927
გარდაცვ. თარიღი:ნოემბერი, 2000  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, არქიტექტურის სპეციალობით 1949 წელს.

1950-1957წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქსოფლსახპროექტში" არქიტექტორად, ჯგუფის ხელმძღვანელად, პროექტის მთავარ არქიტექტორად; 1988-1997წწ. ინსტიტუტის მთავარ არქიტექტორად; არის გამარჯვებული სხვადასხვა კონკურსებისა: საქართველოს სოფლის მეურნეობის მიღწევათა პავილიონი მოსკოვში (II პრემია, 1957), სოფლის საცხოვრებელი სახლების სერია, I ხარისხის დიპლომი (1968), სოფლის ერთბინიანი საცხოვრებელი სახლების პროექტების დათვალიერება-კონკურსი, აღინიშნა ბრინჯაოს მედლით (მოსკოვი, 1971), დათვალიერება-კონკურსი, ვერცხლის მედალი (მოსკოვი, 1980), დათვალიერება-კონკურსი, ოქროს მედალი (მოსკოვი, 1981), წლის საუკეთესო არქიტექტურული ნაწარმოები, ლაურეატის დიპლომი (1985), საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1987), 1957-1997წწ. მისი ძირითადი ნამუშევრებია: რეალიზებული - რესპუბლიკის სასოფლო მშენებლობისათვის განკუთვნილი ტიპობრივი და ეტალონური პროექტების სერიები (ავტორობით, მონაწილეობით, ხელმძღვანელობით), როგორც სახელმწიფო, ასევე ინდივიდუალური მშენებლობისათვის; ერთბინიანი, ბლოკირებული, გალერეის ტიპისა და სექციური საცხოვრებელი სახლები რესპუბლიკის სხვადასხვა კლიმატური პირობებისათვის; მონაწილეობდა საერთაშორისო ღონისძიებებში: არქიტექტურის მსოფლიო ბიენალე - "გრანპრი", სოფია (1985); პირველი ბიენალე თბილისში, კონკურსის პრემიის ლაურეატი (1988); იყო არქიტექტურის საკავშირო VII და VIII ყრილობების დელეგატი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.371

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი (1970-)
  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, გამგეობის წევრი
  • საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტი ("სახმშენი"), დიდი საბჭოს წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული არქიტექტურის განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1974 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • 1971 - მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • 1971 - საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

გააზიარე: