შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ გაგუა![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის კინოსტუდიასთან არსებული კინომსახიობთა სკოლა 1939 წელს და ვგიკ-ის სასცენარო ფაკულტეტი 1948 წელს. 1953-1954 წწ. ხელმძღვანელობდა "თბილისის კინოსტუდიის" კინოქრონიკის განყოფილებას, 1954-1960 წწ. "ქართული ფილმის" ქრონიკის განყოფილების უფროსი რედაქტორი, 1960 წლიდან კი ქდსპფ სტუდიის სცენარისტი და რეჟისორია. გადაიღო კ/ჟ "საბჭოთა საქართველო" რამდენიმე ათეული სიუჟეტი და დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული ფილმები, მათ შორის: "თვითფრინავით სსრკ-ში" (1962), "ზოგიერთი სიახლენი მეღვინეობაში" (1965), "კახეთის ხეხილის ბაღები" (1965), "არ იქმნება კიბერნეტიკული მანქანები" (1966), "მეგობრობა გრძელდება" (1968), "ქართული კოსტუმი"(1968) და სხვ. წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 58
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |