The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი გაჩეჩილაძე

დაბადების თარიღი:26 თებერვალი, 1963  (61 წლის)
კატეგორია:რეჟისორი, ფიზიკოსი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი და ხელოვნების ფაკულტეტის კინომცოდნეობის განყოფილება 1986 წელს; თეატრისა და კინოს ინსტიტუტის კინოფაკულტეტი (გ. შენგელაიას სახელოსნო) 1996 წელს.

1986-1992წწ. მუშაობდა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოს, ენისა და სტრუქტურის სამეცნიერო კვლევით ლაბორატორიაში; 2002-2004წწ. პროდიუსერად ტელეკომპანია "იმედში"; 2009 წლიდან საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე გენერალური პროდიუსერია. გადაიღო ფილმები: "გილოცავთ ახალ წელს" (მ/მ, 1995); "სამოთხე ჩვენს ქალაქში" (2000). კინორეჟისორი, პროდიუსერი. ფილმისთვის "გილოცავთ ახალ წელს", მიღებული აქვს საქართველოს კინოაკადემიის პრემია "ნატო" - საუკეთესო დებიუტისთვის (1996) და "ზალატოი ვიტიაზის" პრიზი "ვერცხლის რაინდი" (1996).

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ.58


გააზიარე: