შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ მარღანია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმი 1964 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1980 წელს. 1964-1984წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "თბილგვირაბმშენის" სისტემაში ტექნიკოსად, საწარმოო-ტექნიკური განყოფილების ინჟინრად, უბნისა და საწარმოო განყოფილების უფროსად, მთავარ ინჟინრად; 1985 წლიდან აფხაზეთის მშენებლობის სახელმწიფო კომიტეტში (შემდგომში - მშენებლობის საქმეთა სამინისტრო) - მთავარ სპეციალისტად, სახელმწიფო არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის უფროსად; ხელმძღვანელობდა პიონერთა ბანაკისა და საცხოვრებელი სახლის (სოფელ აგუძერაში), კომკავშირის XV ყრილობის სახელობის ტურისტული ბაზის სოლარიუმის კომპლექსის, საბავშვო კაფეს კომპლექს "აწანგუარას" (კინოთეატრ "სოხუმის" პარკში), მიწისქვეშა გადასასვლელების (ქ. სოხუმში), სინოპის დენდროპარკის შესასვლელი ნაგებობის მშენებლობას; მონაწილეობდა ახალი ათონის მღვიმის კომპლექსის მშენებლობაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.372
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |