Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ მარღანია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმი 1964 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1980 წელს. 1964-1984წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "თბილგვირაბმშენის" სისტემაში ტექნიკოსად, საწარმოო-ტექნიკური განყოფილების ინჟინრად, უბნისა და საწარმოო განყოფილების უფროსად, მთავარ ინჟინრად; 1985 წლიდან აფხაზეთის მშენებლობის სახელმწიფო კომიტეტში (შემდგომში - მშენებლობის საქმეთა სამინისტრო) - მთავარ სპეციალისტად, სახელმწიფო არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის უფროსად; ხელმძღვანელობდა პიონერთა ბანაკისა და საცხოვრებელი სახლის (სოფელ აგუძერაში), კომკავშირის XV ყრილობის სახელობის ტურისტული ბაზის სოლარიუმის კომპლექსის, საბავშვო კაფეს კომპლექს "აწანგუარას" (კინოთეატრ "სოხუმის" პარკში), მიწისქვეშა გადასასვლელების (ქ. სოხუმში), სინოპის დენდროპარკის შესასვლელი ნაგებობის მშენებლობას; მონაწილეობდა ახალი ათონის მღვიმის კომპლექსის მშენებლობაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.372
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |