The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე მარშავა

კონსტანტინე მარშავა
დაბადების თარიღი:15 იანვარი, 1935  (89 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი თაგილონი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის რაიონი.

დაამთავრა სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმის სამშენებლო ფაკულტეტი 1959 წელს.

1959-1961წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში მფრინავ-რადისტად; 1961 წლიდან მუშაობდა "ენგურჰესის" მშენებლობაზე მშენებელ ოსტატად, სამშენებლო ნაკეთობების საწარმოს საამქროს ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა-მწარმოებლად; 1967 წელს დაამთავრა ქ. მოსკოვის საინჟინრო გეოდეზიისა და კარტოგრაფიის ინსტიტუტის დაუსწრებელი ფაკულტეტი ინჟინერ-გეოდეზისტის კვალიფიკაციით; 1967 წელს დაინიშნა "ენგურჰესის" ძალოვანი კვანძის მშენებლობის სამშენებლო სამმართველოს უფროსის მოადგილედ; არჩეული იყო "ენგურჰესის" მშენებლობის გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარედ; 1981 წლიდან გადაიყვანეს "საქენერგოს" სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქსოფლელექტრომშენის" აფხაზეთის სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს უფროსად; 1993 წლიდან მუშაობდა სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქსოფელელექტრომშენის" N7 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს უფროსის მოადგილედ; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.372-373

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: