შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ფერდინანდ გეგელე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა თბილისის კომერციული სასწავლებელი 1919 წელს. 1917-1918 წწ. მუშაობდა მექანიკოსის პირველ თანაშემწედ თბილისის კინოთეატრ "აპოლოში" (რომლის მეპატრონე მამამისი ჰენრიხ გეგელე იყო); 1918-1922 წწ. ლაბორანტის თანაშემწედ, ლაბორანტად, ასლების გადამღებად ჯერ სააქციო საზოგადოება "ფილმას", ხოლო შემდეგ - საქართველოს "განსახკომის" კინოლაბორატორიაში. 1926-1928 წწ., როგორც ოპერატორმა მონაწილეობა მიიღო ვლადიმერ ბარსკის ფილმების "თავადის ასული მერი" (ა. პოლიკევიჩთან ერთად, 1926), "ბელა" (ა. პოლიკევიჩთან ერთად, 1927), "მაქსიმ მაქსიმოვიჩი" (1927), "კაზაკები" (1928) გადაღებებში. 1928-1946წწ. გადაიღო რამდენიმე მხატვრული და დოკუმენტური ფილმი, მათ შორის: "ორი ცელქი" (ნ. კახიძე, 1927), "ბანაკი მთაში" (ა. თაყაიშვილი, 1930), "დამკვრელი" (მ. გელოვანი, 1931), "მზიანი ბილიკი" (ა. თაყაიშვილი, 1932, ფილმი არ შემონახულა), "ორი მეგობარი" (ი. პერესტიანი, 1937), გარსევან გომართელის დოკუმენტური ფილმები ("მეცხოველეობა" 1930, "მახვილიდან სეპარატორამდე" 1930, "რამი ხელოვნური აბრეშუმი" 1930, "აბრეშუმი" 1932), ს. სუპატაშვილის სერია "საქართველოს კურორტები" ("ბორჯომი", "აბასთუმანი", "საქართველოს მთიან-კლიმატური კურორტები", "წყალტუბო-ახტალა"-1930), შალვა მარტაშვილის "საქართველოს კურორტები" (ბ. კრეპსთან ერთად, 1939) და სხვ. კინოოპერატორი. წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ.58
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |