The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვიქტორ მარშანია

ვიქტორ მარშანია
Date of birth:17 January, 1964  (61 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საგზაო ფაკულტეტი 1985 წელს.

1985-1987წწ. მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს, შემდეგ გაერთიანება "საქავტოგზის" საგზაო ფენილების განყოფილებაში ინჟინრად; 1987-1990წწ. N4 საგზაო-სარემონტო სამმართველოში - სამუშაოთა მწარმოებლად; 1992-1998წწ. სახელმწიფო გაერთიანება "საქავტოგზის" ადგილობრივი გზების სარემონტო-სამშენებლო სამმართველოში - სამუშაოთა მწარმოებლად; იყო სს "კავკასავტომაგისტრალის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; მონაწილეობდა "თბილისი-წითელი ხიდის", თბილისი შემოსასვლელი გზის, "თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის" გზების მშენებლობაში; დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოში საგზაო სამშენებლო საქმისა და საავტომობილო გზების ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.373


Share: