The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი მარშანია

ირაკლი მარშანია
დაბადების თარიღი:15 ოქტომბერი, 1924
გარდაცვ. თარიღი:1992  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1949 წელს.

1949-1956 წწ. მუშაობდა თბილისის საავტომობილო გზების საპროექტო ინსტიტუტ "საქგზაპროექტში" ინჟინრად, საპროექტო-საგამოკვლევო პარტიის უფროსად, პროექტის მთავარ ინჟინრად; 1956-1966წწ. მივლინებული იყო ავღანეთში საგზაო ობიექტების მშენებლობაზე; 1966-1972 წწ. მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "ინჟმშენის" N1 და N4 სამონტაჟო-სამშენებლო სამმართველოების უფროსად; 1972-1980 წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საგზაო მეურნეობის სამმართველოს უფროსად; 1980-1982 წწ. მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს მშენებარე ობიექტების დირექციაში მთავარ ინჟინრად; 1982-1986წწ. ს/კ გაერთიანება "საქგზამეცნიერებაში" - საგეგმო განყოფილებისა და საავტომობილო გზების N4 სამშენებლო სამმართველოს უფროსად; ხელმძღვანელობდა მრავალი საგზაო ობიექტის, მათ შორის: "თბილისი-მარნეულის", "თბილისი-რუსთავისა" და თბილისის ასაქცევი გზების ცალკეული მონაკვეთების, სახიდე გადასასვლელებისა და საგზაო ხელოვნური ნაგებობების მშენებლობას.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.374

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი (1970-)
  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, გამგეობის წევრი
  • საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტი "სახმშენი", დიდი საბჭოს წევრი (1958-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის წითელი დროშის საიუბილეო მედალი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული მშენებელი

გააზიარე: