შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მუშნი მარშანია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამშენებლო და საგზაო მანქანებისა და მოწყობილობების სპეციალობით 1961 წელს. 1962 წელს მუშაობა დაიწყო ქ. სოხუმის სამრეწველო-ინსტრუმენტალური ქარხნის მშენებლობაზე ინჟინრად; 1964-1974წწ. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში კომკავშირულ-პარტიულ სამუშაოზე იყო; 1975-1978წწ. მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი მრეწველობის სამინისტროს მშენებარე საწარმოს უბნის უფროსად, ადმინისტრაციულ აპარატში საწარმოო განყოფილების უფროსად; 1981-1991წწ. გაერთიანება ცეკავშირის N7 სამშენებლო სამმართველოს უფროსი იყო; 1993-1996წწ. ცეკავშირის წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციაში; 1997 წელსსამსახურებრივი მივლინებით გაგზავნილ იქნა ავღანეთის რესპუბლიკაში საინჟინრო-ტექნიკური სამუშაოების შესასრულებლად, სადაც სამშენებლო კომპანიას ხელმძღვანელობდა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.374
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |