The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯემალ მარშანია

ჯემალ მარშანია
დაბადების თარიღი:25 ოქტომბერი, 1935  (88 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი საავტომობილო გზების მშენებლობის სპეციალობით 1959 წელს.

1957-1959წწ. მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომთან არსებულ საგზაო და მიწისქვეშა მეურნეობის სამმართველოში ლაბორანტად; 1959-1961წწ. ამავე სამმართველოს N2 ასფალტ-ბეტონის ქარხანაში ტექნიკურ ხელმძღვანელად; 1961-1970წწ. საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებულ გზათა მთავარი სამმართველოს გარდაბნის რაიონის საწარმოო-საგზაო უბნის სამუშაოთა მწარმოებლად; 1970-1976წწ. იყო მარნეულის რაიონის საგზაო-საწარმოო უბნის უფროსი; 1976-1997წწ. საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროსთან არსებული ადგილობრივი გზების სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს უფროსი, ასევე, გაერთიანება "თბილავტოს" სამმართველოს უფროსი; 1997 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის N20 საგზაო-საექსპლუატაციო სამმართველოს; 1999 წლიდან სათავეში უდგას სს "შარაგზას"; დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქვემო ქართლისა და კახეთის საგზაო ქსელის განვითარებაში; მონაწილეობდა აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი გზების არაერთი მონაკვეთის, სახიდე გადასასვლელებისა და საგზაო ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა-რეკონსტრუირებაში; ხელმძღვანელობდა თბილისის ასაქცევი გზის, "კობი-ყაზბეგის" საავტომობილო გზის მონაკვეთს, მდინარე ალგეთზე, მაშავერასა და ქციაზე სამდინარო-სახიდე გადასასვლელების მშენებლობას.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.374-375; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.320

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    წალენჯიხის რაიონში მდინარე ენგურზე, დუშეთის რაიონში მდინარე არაგვზე, ადიგენის რაიონში მდინარე ოცხეზე, ბაღდათის რაიონში მდინარე ხანისწყალზე და მესტიის რაიონში მდინარე მელხურაზე სახიდე გადასასვლელების დაპროექტებისა და მშენებლობაში შეტანილი პირადი დიდი წვლილის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ნაყოფიერი შრომისათვის
  • მედალი "შრომითი წარჩინებისთვის"
  • საპატიო მეგზევე

გააზიარე: