შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არჩილ გელოვანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი. დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობის ინსტიტუტი 1994 წელს, ჰარვარდის ინსტიტუტი (ბოსტონი) 1999 წელს. 2006 წელს დააფუძნა კ/კომპანია "დამოუკიდებელი კინოპროექტი" (2009 წლამდე-გენერალური პროდიუსერი). 2009 წლიდან ს/ს "ქართული ფილმის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, პროდიუსერი ფილმებისა: "რუსული" (ა. ცაბაძე, 2007), "იგორ სანოვიჩი, ესკიზები პორტრეტისთვის" (დოკ. ა. რეხვიაშვილი, 2008), "ქალები საქართველოდან" (დოკ. ლ. კოღუაშვილი, 2008), "სამი სახლი" (ზ. ურუშაძე, 2008), "სახლი სიხარულისა" (დოკ. მ. კოკოჩაშვილი, 2008), "საუბარი ელდარ შენგელაიასთან" (დ. ცინცაძე, 2008), "კონფლიქტის ზონა" (ვ. ბურდული, 2009), "ქუჩის დღეები" (ლ. კოღუაშვილი, 2010), "რენე მიდის ჰოლივუდში" (ა. ცუბაძე, 2010), "უშენოდ მგონი მოვკვდები" (ვ. უგულავასთან ერთად/ ლ. თუთბერიძე, 2010), "მონადირე" (ს. სელიანოვთან ერთად/ბ. ბაკურაძე, 2011, რუსეთი). პროდიუსერი. წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ.59; 24smi.org/celebrity
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |