The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იეგუდიელი (მთავარეპისკოპოსი)

იეგუდიელი
ოფიციალური სახელი:გოჩა ტაბატაძე
დაბადების თარიღი:30 იანვარი, 1964  (60 წლის)
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზედა ბერეთისა, ჭიათურის მუნიციპიალიტეტი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი 1992 წელს.

1997 წელს დიდმარხვის I კვირას ბერად აღიკვეცა. 1998 წლის 13 ივლისს დიაკვნად აკურთხეს, ხოლო 1998 წლის 10 ნოემბერს - მღვდლად. 2000 წლის 16 ივლისს გერგეთის წმინდა სამების სახელობის ტაძარში სიყვარულის დღესასწაულზე ილია II-მ აიყვანა იღუმენის ხარისხში, ხოლო ორი წლის შემდეგ, 2002 წლის 16 ივლისს, აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. 2004 წლის 28 აგვისტოს ეპისკოპოსად აკურთხეს, 2009 წლის 24 ნოემბერს კი მთავარეპისკოპოსად. სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი.


გააზიარე: