შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეფრემი (მთავარეპისკოპოსი)![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. 1996 წლამდე სწავლობდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე. 1994 წლიდან იყო ბათუმის საკათედრო ტაძრის მნათე და მედავითნე. 1996 წლის 8 აპრილს აღიკვეცა ბერად და იმავე წლის 6 მაისს, ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსმა იობმა ხელი დაასხა ბერდიაკვნად, ხოლო ნოემბრიდან მსახურობა განაგრძო ურბნისისა და რუისის ეპარქიაში. 1997 წლის 7 აპრილს ეკურთხა მღვდლად, მსახურობდა იტრიის ღვთისმშობლის მიძინების მონასტერში. 1998-2004 წლებში იყო ქარელის ხარების ტაძრის ღვთისმსახური. 2000 წლის 25 დეკემბერს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მიენიჭა იღუმენის წოდება და ოქროს ჯვრის ტარების უფლება. 2001-2004 წლებში იყო ქარელის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის რექტორი, 2004-2006 წლებში ქოზიფას მამათა მონასტრის წინამძღვარი. 2006 წლის 10 ნოემბერს დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. 2006 წლის 23 დეკემბერს წმინდა სინოდის განჩინებით, გამოირჩიეს ბოლნელ მღვდელმთავრად და 31 დეკემბერს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, ხელი დაასხეს ეპისკოპოსად. 2012 წლის 6 სექტემბერს აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში. წყარო: საქართველოს საპატრიარქო: patriarchate.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |