შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მაქსიმე რამიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სურები, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი 1926 წელს. 1953-1963წწ. იყო საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში; 1964 წლიდან საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მევენახეობის კათედრის პროფესორი და ამპელოგრაფიული ლაბორატორიის ხელმძღვანელი. აღწერა სამეგრელოს, გურიისა და აჭარის გადაშენებული ვაზის ჯიშები; ველური ვაზის ფორმებიდან გამოავლინა პერსპექტიული ჯიშები; გამოიყვანა 23 ჰიბრიდული ჯიში; დაამუშავა ნამყენი ვაზის წარმოების თეორიული და პრაქტიკული საკითხები. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ამპელოგრაფიული ლაბორატორია, რომელსაც ვაზის მდიდარი კოლექცია აქვს. აგრონომი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1947). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ., 1984.-გვ.299 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |