The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაქსიმე რამიშვილი

მაქსიმე რამიშვილი
დაბადების თარიღი:28 აგვისტო, 1903
გარდაცვ. თარიღი:1987  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სურები, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი 1926 წელს.

1953-1963წწ. იყო საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში; 1964 წლიდან საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მევენახეობის კათედრის პროფესორი და ამპელოგრაფიული ლაბორატორიის ხელმძღვანელი. აღწერა სამეგრელოს, გურიისა და აჭარის გადაშენებული ვაზის ჯიშები; ველური ვაზის ფორმებიდან გამოავლინა პერსპექტიული ჯიშები; გამოიყვანა 23 ჰიბრიდული ჯიში; დაამუშავა ნამყენი ვაზის წარმოების თეორიული და პრაქტიკული საკითხები. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ამპელოგრაფიული ლაბორატორია, რომელსაც ვაზის მდიდარი კოლექცია აქვს. აგრონომი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1947).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ., 1984.-გვ.299

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1960 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი (2 ორდენი)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: