შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სიმონ რამიშვილი![]()
ბიოგრაფია1922-1925წწ. სწავლობდა ლენინგრადის სამხედრო-საზღვაო სასწავლებელში; 1936 წელს ჩაირიცხა ლენინგრადის სამხედრო-საზღვაო აკადემიაში. 1936-1937წწ. იბრძოდა ესპანეთის დასაცავად; 1939-1940წწ. მონაწილეობდა საბჭოთა კავშირ-ფინეთის ომში; 1940 წელს დაინიშნა ლენინგრადის ფრუნზეს სახელობის სამხედრო-საზღვაო სასწავლებლის უფროსად; 1941-1945წწ. მეორე მსოფლიო ომის დროს ლენინგრადის დამცველ კურსანტთა ბრიგადას მეთაურობდა, შემდეგ კი კვლავ სამხედრო-საზღვაო სასწავლებელს ჩაუდგა სათავეში; ომის შემდგომ სამხედრო-საზღვაო ატაშედ იყო საზღვარგარეთ; 1949-1959წწ. კასპიის უმაღლესი სამხედრო-საზღვაო სასწავლებლის უფროსი. დაჯილდოებულია 6 ორდენითა და მედლებით. კონტრ-ადმირალი, პირველი ქართველი ადმირალი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ., 1984.-გვ.299 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |