The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სიმონ რამიშვილი

სიმონ რამიშვილი
დაბადების თარიღი:17 აგვისტო, 1903
გარდაცვ. თარიღი:23 სექტემბერი, 1973  (70 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაგანკოვის სასაფლაო, მოსკოვი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ზემო სურები, ჩოხატაურის რაიონი.

1922-1925წწ. სწავლობდა ლენინგრადის სამხედრო-საზღვაო სასწავლებელში; 1936 წელს ჩაირიცხა ლენინგრადის სამხედრო-საზღვაო აკადემიაში.

1936-1937წწ. იბრძოდა ესპანეთის დასაცავად; 1939-1940წწ. მონაწილეობდა საბჭოთა კავშირ-ფინეთის ომში; 1940 წელს დაინიშნა ლენინგრადის ფრუნზეს სახელობის სამხედრო-საზღვაო სასწავლებლის უფროსად; 1941-1945წწ. მეორე მსოფლიო ომის დროს ლენინგრადის დამცველ კურსანტთა ბრიგადას მეთაურობდა, შემდეგ კი კვლავ სამხედრო-საზღვაო სასწავლებელს ჩაუდგა სათავეში; ომის შემდგომ სამხედრო-საზღვაო ატაშედ იყო საზღვარგარეთ; 1949-1959წწ. კასპიის უმაღლესი სამხედრო-საზღვაო სასწავლებლის უფროსი. დაჯილდოებულია 6 ორდენითა და მედლებით. კონტრ-ადმირალი, პირველი ქართველი ადმირალი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ., 1984.-გვ.299; რამიშვილების საგვარეულო/გივი რამიშვილი.- თბ.- 2000.- გვ.277

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ლენინის ორდენი
  • სკკპ, წევრი (1924-)

გააზიარე: