The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ მარჯანიშვილი

მიხეილ მარჯანიშვილი
დაბადების თარიღი:29 დეკემბერი, 1935  (88 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქობულეთი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1958 წელს.

1958-1989წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში"; 1964-1985წწ. თბილისის ზონალურ ს/კ,  ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში ("თბილზნიიეპი"); 1985-1989წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1991 წლიდან იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კონსტრუქციების კათედრის პროფესორი, წამყვანი მეცნიერ-მუშაკი, ლაბორატორიის გამგე, დისერტაციების დაცვის სპეციალიზირებული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; მისი სამეცნიერო შრომები ძირითადად ეძღვნებოდა კარკასული და მსხვილპანელური შენობების გაანგარიშების მეთოდების დამუშავებას, მრავალკომპონენტიანი სეისმური ზემოქმედების დროს; მის მიერ პირველად საქართველოში აგებულ იქნა შენობა სიხისტის ბირთვით; მისი ხელმძღვანელობით დაცულია 6 საკანდიდატო დისერტაცია; ავტორია 110 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის სამი მონოგრაფიისა და 20 გამოგონების; მისი შრომები თარგმნილია ინგლისურ ენაზე და გამოცემულია უცხოეთში; მისი მონაწილეობით ახალი კონსტრუქციული გადაწყვეტის საფუძველზე დაპროექტებული და აშენებულია არაერთი შენობა-ნაგებობა საქართველოსა და უცხოეთში. მიღებული აქვს საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს პრემია (1982).

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.375-376

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1999-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა (ВДНХ) (საპატიო სიგელი)
  • სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა (ВДНХ) (მედალი)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: