The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნათელა მასხულია

ნათელა მასხულია
დაბადების თარიღი:21 აგვისტო, 1944  (79 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა როსტოვის სამშენებლო-საინჟინრო ინსტიტუტის სამშენებლო-ტექნოლოგიური ფაკულტეტი 1967 წელს.

1967-1973წწ. მუშაობდა თბილისის ზონალურ ს/კ , ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში ("თბილზნიიეპი") მონოლითური სახლთმშენებლობის ლაბორატორიის ინჟინრად, მეცნიერ-თანამშრომლად; იყო ინსტიტუტ "თბილზნიიეპის" სამეცნიერო საბჭოს სწავლული მდივანი; 1973-1985წწ. ხელმძღვანელობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილზნიიეპისა" და პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტთა მოსამზადებელ განყოფილებას; 1986-1990წწ. იმავე ინსტიტუტთან არსებულ ეკონომიკისა და სამშენებლო წარმოების ორგანიზაციის კათედრას; 1996-2004წწ. იყო საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი მეცნიერების, კულტურისა და განათლების საკითხებში, ამიერკავკასიის არქიტექტურისა და მშენებლობის სპეციალური საბჭოს სწავლული მდივანი; არის სამშენებლო ფირმა "ურეკი-ელიტის" დამფუძნებელი და საერთაშორისო ასოციაცია "ინტელექტ-21"-ის პრეზიდენტი; გამოქვეყნებული აქვს 15 სამეცნიერო ნაშრომი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1973).

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.376-377


გააზიარე: