Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნათელა მასხულია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა როსტოვის სამშენებლო-საინჟინრო ინსტიტუტის სამშენებლო-ტექნოლოგიური ფაკულტეტი 1967 წელს. 1967-1973წწ. მუშაობდა თბილისის ზონალურ ს/კ , ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში ("თბილზნიიეპი") მონოლითური სახლთმშენებლობის ლაბორატორიის ინჟინრად, მეცნიერ-თანამშრომლად; იყო ინსტიტუტ "თბილზნიიეპის" სამეცნიერო საბჭოს სწავლული მდივანი; 1973-1985წწ. ხელმძღვანელობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილზნიიეპისა" და პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტთა მოსამზადებელ განყოფილებას; 1986-1990წწ. იმავე ინსტიტუტთან არსებულ ეკონომიკისა და სამშენებლო წარმოების ორგანიზაციის კათედრას; 1996-2004წწ. იყო საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი მეცნიერების, კულტურისა და განათლების საკითხებში, ამიერკავკასიის არქიტექტურისა და მშენებლობის სპეციალური საბჭოს სწავლული მდივანი; არის სამშენებლო ფირმა "ურეკი-ელიტის" დამფუძნებელი და საერთაშორისო ასოციაცია "ინტელექტ-21"-ის პრეზიდენტი; გამოქვეყნებული აქვს 15 სამეცნიერო ნაშრომი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1973). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.376-377
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |