The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



როლანდ მატარაძე

როლანდ მატარაძე
Date of birth:2 February, 1945  (80 years)
Category:Engineer

Biography

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი 1967 წელს.

შრომითი საქმიანობა დაიწყო ამიერკავკასიის რკინიგზის, თბილისის N4 სავაგონო დეპოს ელექტრიკოსად; 1969-1982წწ.  მუშაობდა საქართველოს კომუნალური მეურნეობის სამინისტროს თბილისის სპეციალიზებულ სამმართველოში ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1983-1986წწ. საქართველოს პროფსაბჭოს კურორტების მართვის რესპუბლიკური საბჭოს თბილისის სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს უფროსად, საბჭოს მთავარ ინჟინრად; იყო საქართველოს სამხატვრო ფონდის თბილისის ქანდაკების კომბინატის სამშენებლო ჯგუფის უფროსი, ამავე ფონდის სპეციალიზებულ სარემონტო-სამშენებლო უბნის სამუშაოთა მწარმოებელი, მთავარი ინჟინერი, სააქციო საზოგადოება "ინტურმშენ-კამარას" მთავარი ინჟინერი; 2001 წელს დაინიშნა შპს "საძირკველი XXI"-ის დირექტორად; მისი მონაწილეობით აშენდა საცხოვრებელი სახლები თბილისში, ნუცუბიძისა და ჟღენტის ქუჩებზე, სამედიცინო ცენტრები ტაშკენტისა და წყნეთის ქუჩებზე და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.377


Share: