The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლაი მატვეევი

ნიკოლაი მატვეევი
დაბადების თარიღი:14 სექტემბერი, 1902  (121 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. პერეროსლოვსკი, ვინიცის ოლქი, უკრაინა.

დაამთავრა მოსკოვის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი რკინიგზის სალიანდაგო ხაზების მშენებლობის სპეციალობით 1930 წელს.

1915 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა; 1918 წლიდან სამხედრო სამსახურში იყო პოლკის უფროსის მრჩევლის რანგში; XX საუკუნის ოციან წლებში სარკინიგზო მშენებლობას კურირებდა; 1941 წელს გადმოიყვანეს საქართველოში და დაინიშნა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანად; პარალელურად ხელმძღვანელობს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის მშენებლობის ორგანიზაციისა და მექანიზაციის კათედრას; 1975 წელს დაინიშნა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ და სამშენბლო წარმოების კათედრის გამგედ; გამოქვეყნებული ჰქონდა 120-მდე მეცნიერული ნაშრომი და რამდენიმე სახელმძღვანელო მშენებლობის ორგანიზაციისა და წარმოების დარგში; იყო აქტიური საზოგადო მოღვაწე და ქართული სამშენებლო მეცნიერებისა და საინჟინრო საქმის დიდი მოამაგე; დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით. ტექნიკური მეცნიერებათა კანდიდატი (1960). 

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.377


გააზიარე: