Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლაი მატვეევი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. პერეროსლოვსკი, ვინიცის ოლქი, უკრაინა. დაამთავრა მოსკოვის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი რკინიგზის სალიანდაგო ხაზების მშენებლობის სპეციალობით 1930 წელს. 1915 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა; 1918 წლიდან სამხედრო სამსახურში იყო პოლკის უფროსის მრჩევლის რანგში; XX საუკუნის ოციან წლებში სარკინიგზო მშენებლობას კურირებდა; 1941 წელს გადმოიყვანეს საქართველოში და დაინიშნა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანად; პარალელურად ხელმძღვანელობს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის მშენებლობის ორგანიზაციისა და მექანიზაციის კათედრას; 1975 წელს დაინიშნა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ და სამშენბლო წარმოების კათედრის გამგედ; გამოქვეყნებული ჰქონდა 120-მდე მეცნიერული ნაშრომი და რამდენიმე სახელმძღვანელო მშენებლობის ორგანიზაციისა და წარმოების დარგში; იყო აქტიური საზოგადო მოღვაწე და ქართული სამშენებლო მეცნიერებისა და საინჟინრო საქმის დიდი მოამაგე; დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით. ტექნიკური მეცნიერებათა კანდიდატი (1960). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.377
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |