შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ენრიკო გერმესაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი 1959 წელს. მუშაობდა ქდსპფ სტუდიაში ოპერატორის ასისტენტად. 1964-დან როგორც დამდგმელმა ოპერატორმა გადაიღო ფილმები: "უშბაზე ძლიერნი" (ბ. კრეპსი, 1964), "საქართველოს მაღალმთიანი ტბები" (ი. კანდელაკი, 1966), "352 საათი ანაკოფიის უფსკრულში" (ვ. მიქელაძე, 1965), "უხილავ სხივთა დამჭერნი" (შ. შონია, 1969), "სანდრო ახმეტელი" (ო. გურგენიძე, 1970), "ხევსურეთი", "შორეული რეისები" (ორივე - ო. გურგენიძე, 1971), "პოლიკარპე კაკაბაძე" (ი. ნინუაშვილი, 1987), ექსტრემალური სიტუაცია" (ი. ფილიევი, 1990), როგორც რეჟისორმა გადაიღო დოკუმენტური ფილმები "გახსენება" (1985), "სამთაწყარო" (კ. კერესელიძესთან ერთად, 1987) და სხვ. კინოოპერატორი. წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 60
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |