The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბონდო მაღლაფერიძე

ბონდო მაღლაფერიძე
Date of birth:21 January, 1940  (85 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის სპეციალობით 1966 წელს.

1966-2003წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილჰიდროპროექტის" სისტემაში: "ენგურჰესის" თაღოვანი კაშხლისა და ძალოვანი კვანძის დაპროექტებაზე (1966-1976); რუსთავის ქიმიური ქარხნის ტექნიკური წყალმომარაგების, ქ. რუსთავის კომპლექსური ჰიდროკვანძისა და "თბილსრესის" ტექნიკური წყალმომარაგების წყალსატარის პროექტების მთავარ ინჟინრად (1976-1987); 1988-1997 წწ. იყო დაბა გუდავის დედათა და ბავშვთა პანსიონატის, ქ. რუსთავის კომპლექსური დანიშნულების სამეურნეო ობიექტისა (კაშხალი მიმდებარე ჰესით) და რუსეთ-თურქეთის გაზსადენის რეკონსტრუქციის ტედ-ის პროექტების მთავარი ინჟინერი; 2001-2002 წწ. იყო "ბახვიჰესის" პროექტის ტექნიკური საბჭოს თავმჯდომარე; 2003-2005 წწ. ფოთის წყალგამყოფი ჰიდროკვანძის რეაბილიტაციის პროექტის მთავარი ინჟინერი და მდინარე არაგვის ხეობის ნაპირსამაგრი სამუშაოების პროექტის კოორდინატორი; 2006-2009 წწ. ალგეთის წყალსაცავისა და ქ. ხაშურის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტების მთავარი ინჟინერი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.377-378

Member of Organizations

  • საქართველოს ენერგეტიკის, ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემია, აკადემიკოსი

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ენერგეტიკოსი

Share: