შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნონა მაჩაბელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1960 წელს. 1960-1964 წწ. მუშაობდა ს/კ ინსტიტუტ "სოიუზნიიგემში", ყაზახეთში, ქ. პავლოდარში, სსრ კავშირის სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს N427 "ხიდმშენმატარებლის" ინჟინრად, უფროს ინჟინრად; 1964-1973 წწ. იყო საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის ("სახმშენის") მეცნიერების, ახალი ტექნიკისა და მექანიზაციის განყოფილების ინჟინერი, უფროსი ინჟინერი, მთავარი სპეციალისტი; 1973-1987 წწ. საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილების ინსტრუქტორი; 1987-1991წწ. მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველობის მშენებლობის განყოფილების უფროს რეფერენტად და წამყვან სპეციალისტად; 1991-1996 წწ. საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის არქიტექტურისა და მშენებლობის საკითხთა მრჩეველად; 1996 წლიდან საპროექტო-სამშენებლო ლიცენზირების ცენტრის ინჟინერია; ყაზახეთში მუშაობის დროს აქტიურად მონაწილეობდა მდინარეებზე - ირტიშსა და იშიმზე საავტომობილო-სარკინიგზო ხიდების, ქ. პავლოდარის ალუმინის ქარხნის, ქ. ერმაკის რაიონული ელექტროსადგურის, ჯეზყაზგანის, ეკიბასტუზისა და ერმაკის გზაგამტარებისა და საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობაში; საქართველოს ცენტრალურ პარტიულ თუ სამთავრობო დაწესებულებებში მუშაობისას კურირებდა სამშენებლო-საპროექტო ორგანიზაციების მუშაობას. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.378 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |