The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნონა მაჩაბელი

ნონა მაჩაბელი
Date of birth:22 July, 1937  (87 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1960 წელს.

1960-1964 წწ. მუშაობდა ს/კ ინსტიტუტ "სოიუზნიიგემში", ყაზახეთში, ქ. პავლოდარში, სსრ კავშირის სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს N427 "ხიდმშენმატარებლის" ინჟინრად, უფროს ინჟინრად; 1964-1973 წწ. იყო საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის ("სახმშენის") მეცნიერების, ახალი ტექნიკისა და მექანიზაციის განყოფილების ინჟინერი, უფროსი ინჟინერი, მთავარი სპეციალისტი; 1973-1987 წწ. საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილების ინსტრუქტორი; 1987-1991წწ. მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველობის მშენებლობის განყოფილების უფროს რეფერენტად და წამყვან სპეციალისტად; 1991-1996 წწ. საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის არქიტექტურისა და მშენებლობის საკითხთა მრჩეველად; 1996 წლიდან საპროექტო-სამშენებლო ლიცენზირების ცენტრის ინჟინერია; ყაზახეთში მუშაობის დროს აქტიურად მონაწილეობდა მდინარეებზე - ირტიშსა და იშიმზე საავტომობილო-სარკინიგზო ხიდების, ქ. პავლოდარის ალუმინის ქარხნის, ქ. ერმაკის რაიონული ელექტროსადგურის, ჯეზყაზგანის, ეკიბასტუზისა და ერმაკის გზაგამტარებისა და საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობაში; საქართველოს ცენტრალურ პარტიულ თუ სამთავრობო დაწესებულებებში მუშაობისას კურირებდა სამშენებლო-საპროექტო ორგანიზაციების მუშაობას.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.378

Awards and Honors

  • ღირსების ორდენი

Share: