შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა მაჩიტიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ობჩა, ბაღდათის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი "ავტომაგისტრალებისა და ქალაქის გზების" მშენებლობის სპეციალობით 1954 წელს. 1954 წლიდან მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილგიპროავტოდორტრანსში", სადაც გაიარა ყველა სამსახურებრივი საფეხური საგზაო განყოფილების ინჟინრიდან პროექტის მთავარი ინჟინრის თანამდებობამდე; 1986-1989 წწ. სამსახურებრივი მივლინებით იმყოფებოდა ავღანეთში "ქაბული-ხაირი-ტონის" საავტომობილო გზის და ნეგებობების მშენებლობაზე და სალანგის უღელტეხილზე საავტომობილო გვირაბების საექსპლუატაციო ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელად; 1992 წლიდან მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქსახგზაპროექტში" საგზაო განყოფილების ჯგუფის უფროსად, პროექტის მთავარ ინჟინრად; მისი ავტორობით და მონაწილეობით დაპროექტებულია საავტომობილო გზები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ: "განთიადი-გაგრა", ქ. გაგრის შემოსასვლელი გზა, "თბილისი-ვლადიკავკაზი", "საჩხერე-ჭიათურა", "ბზიბი-მდ. შავწყალა" (საქართველოში); "ნუხა (შეკი)-საქართველოს საზღვარი", "ისმაილი-კუტკაშენი", "ევლახი-ქურდამირი" (აზერბაიჯანი); "ფრუნზე-ოში", "ოშ-კარასუ-მირზააკი", "სარიტაშ-ირკეშტამ" (ჩინეთის საზღვარი) ყირგიზეთში; "ტაშკენტი-ჩინაზი" უზბეკეთში; "ოშ-ხოროგი" ტაჯიკეთში; "იალტა-ალუშტა-სიმფეროპოლი" უკრაინაში; კიახტის ტრაქტი ბურიატ-მონღოლეთში; 1981 წელს მიენიჭა ყირგიზეთის "ტრანსპორტის დამსახურებული მუშაკის" წოდება; მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი და სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.379 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |