The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



როსტომ წერეთელი

როსტომ წერეთელი
დაბადების თარიღი:15 იანვარი, 1848
გარდაცვ. თარიღი:1924  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში.

მსახურობდა მე-16 მინგრელსკის გრენადერთა პოლკში. 1905 წელს დროებით მეთაურობდა 44-ე ნიჟეგოროდის (რუსეთი) დრაგუნთა პოლკს. 1905-1908 წლებში მეთაურობდა მე-10 ნოვო-ინგერმანლანდიის ქვეითთა პოლკს. 1908 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან პოლკოვნიკის წოდებით, მუნდირით და პენსიონით. ცხოვრობდა ქ. ქუთაისში. 1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დროს, დაბრუნდა ჯარში და დაინიშნა დიდი მთავრინას ოლღა ნიკოლოზის ასულის სანიტარული მატარებლის უფროსად. შედიოდა ნიკოლოზ II-ის უახლოეს გარემოცვაში. 1918-1921 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში. რუსეთთან ომის დროს 1921 წლის თებერვალში სარდლობდა ვლადიკავკაზ-დარიალის მიმართულების ჯარებს. დაიღუპა ქართული არისტოკრატიის წინააღმდეგ წარმოებულ მასობრივი რეპრესიების დროს. სპარსეთის "ლომისა და მზის" II ხარისხის ორდენი. პოლკოვნიკი (1905), ქართველი გენერალ-მაიორი (1914).

წყარო: სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.97

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1903 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • 1903 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი
  • 1898 - წმინდა ანას IV ხარისხის ორდენი

გააზიარე: