The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით მაჭავარიანი

დაბადების თარიღი:19 იანვარი, 1939  (85 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენბლო ფაკულტეტი 1962 წელს.

სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "მშენინდუსტრიის" რკინაბეტონის ნაკეთობათა კომბინატის საამქროს უფროსად, საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "საქსოფმშენის" N10 მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსად, N5 რკინაბეტონის ქარხნის დირექტორად; მუშაობდა ამავე სამინისტროს N9 სამშენებლო ტრესტის მთავარ ინჟინრად, მმართველად; იყო სს "N9" სამშენებლო ტრესტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; უშუალოდ მონაწილეობდა გორის ბამბეულის კომბინატის საამქროების, საკომუნიკაციო ქსელების, უდედმამო ბავშვთა სახლის (თბილისში), სოფელ გორელოვკის ყველ-კარაქის, ქარელის საავადმყოფოს, გორის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის, ქარხანა "გორიხელსაწყოს", ხაშურის, ასპინძის, კასპისა და სამაჩაბლოს რიგი ობიექტების მშენებლობას.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.379-380


გააზიარე: