The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სპირიდონ ჭავჭავაძე

სპირიდონ ჭავჭავაძე
Date of birth:3 March, 1878
Date of death:1953  (at 74 years)
Category:Nobleman, Military Person

Biography

მონაწილეობდა (1904-1905) წლების რუსეთ-იაპონიისა და (1914-1918) წლების პირველ მსოფლიო ომებში. 1905-1909 წლებში მსახურობდა ნიჟეგოროდის 44-ე დრაგუნთა პოლკში. 1909 წლიდან მსახურობდა ვლადიმერის მე-13 ულანთა პოლკში. 1917 წლის აპრილში დაინიშნა ვლადიმერის მე-13 ულანთა პოლკის მეთაურად. 1918-1921 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში. იყო გენერალური შტაბის განყოფილების სარემონტო სექციის უფროსი. აქტიურად მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მომზადებაში. 1921-1947 წლებში ცხოვრობდა ემიგრაციაში, საფრანგეთში. 1947 წელს დაბრუნდა საქართველოში. 1947-1951 წლებში ცხოვრობდა თბილისში. 1951 წელს დააპატიმრეს და გადაასახლეს ციმბირში. მიუსაჯეს 25-წლიანი სასჯელი. გარდაიცვალა ციხეში. საბრძოლო დამსახურებისთვის 1916 წელს მიღებული აქვს წმინდა გიორგის იარაღი. პოლკოვნიკი (1915), ქართველი გენერალ-მაიორი (1917).

წყარო: სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.101

Awards and Honors

  • 1916 - წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი
  • 1914 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი (მახვილებით )
  • 1914 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი (მახვილებითა და ბაფთით)
  • 1914 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • 1906 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი

Share: