შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქრისტეფორე ჩხეტიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ცაგერი. მონაწილეობდა (1904-1905) წლების რუსეთ-იაპონიისა და (1914-1918) წლების პირველ მსოფლიო ომებში. მსახურობდა ვლადიკავკაზის (რუსეთი) 152-ე ქვეითთა პოლკში და კავკასიის მე-3 სასაზღვრო ქვეითთა პოლკში. 1918 წლიდან მსახურობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში. მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქართული სამხედრო სკოლის დაარსებასა და მუშაობაში. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთთან ომის დროს დაინიშნა არმიის ზურგის უფროსად და გორის მაზრის გენერალ-გუბერნატორად. 1921 მარტიდან ემიგრაციაში იყო. მოგვიანებით სამშობლოში დაბრუნდა. გარდაიცვალა და დაკრძალულია ბათუმში. მიღებული აქვს გიორგის ოქროს იარაღი (1915). პოლკოვნიკი (1915), ქართველი გენერალ-მაიორი (1917). წყარო: სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.102 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |