შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლადო გვიშიანი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ფოთის გიმნაზია 1909 წელს, ბერლინის საილიუზიო ხელოვნების აკადემია (მიენიჭა მაგიის პროფესორის წოდება, 1913) აკაკი ფაღავას სტუდია (1924) და პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის უცხო ენების ფაკულტეტი 1938 წელს. 1908 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, პარალელურად მსახიობობდა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში. 1910-1917 წწ. გამყრელიძის კერძო ცირკში გამოდიოდა, როგორც ხუმარა. შემდეგ წლებში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს თეატრალურ ცხოვრებაში. მეორე მსოფლიო ომის დროს, როგორც მრავალი უცხო ენის მცოდნე, მუშაობდა სამხედრო თარჯიმნად. კინოგადაღებებში პირველად მონაწილეობა მიიღო ფილმში "კავკასიის დამოჩილება" (ლ. ჩერნი, 1913). ქართულ ფილმებში შეასრულა შემდეგი როლები: იმერელი ("ქარიშხლის წინ", კ. მარჯანიშვილი, 1924); მჭედელი ("გუგუბზიარა", დ. რონდელი, 1939); დათია და ტუსაღი ("დარიკო", ს. დოლიძე, 1936), პირველი ქაჯი ("ქაჯეთი", კ. მიქაბერიძე, 1936); კომიკოსი მოენე ("პირველი დღე", ა. თაყაიშვილი, 1936); ქადაგი ("ქაჯანა", კ. პიპინაშვილი, 1941). მონაწილეობს ფილმებში: "მამის მკვლელი" (ა. ბეკნაზაროვი, 1924); "თეთრი მხედარი" (ე. ძიგანი, 1929); "ვინ არის დამნაშავე?!" (ა. წუწუნავა, 1925); "არსენა" (მ. ჭიაურელი, 1937), "მაცი ხვიტია" (გ. შენგელია", 1966); "წყალდიდობა"(თ. გოშაძე, 1970), ბოლო როლი ითამაშა ფილმში "ნუ მოიწყენთ შემოდგომისას" (ზ. ინაშვილი, 1980). კინოს, თეატრისა და ცირკის მსახიობი. აღიარებულია, როგორც ქართული ცირკის პირველი ხუმარა. თეატრის, კინოს და ცირკის მსახიობი წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 62; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |