შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაურ მაჭავარიანი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული, მოგვიანებით კი სამშენებლო ფაკულტეტი 1960 წელს. 1960 წელს მუშაობდა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მილსაგლინავ საამქროში ოსტატად, ცვლის უფროსად, საამქროს უფროსის მოადგილედ; 1961-1971 წწ. საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობის სამინისტროს რუსთავის სარემონტო-მექანიკური ქარხნის დირექტორად, სახალხო კონტროლის რუსთავის საქალაქო კომიტეტის თავმჯდომარედ; 1971-1988წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "თბილქალაქმშენის" N14 სამშენებლო ტრესტის მმართველის მოადგილე, ტურიზმისა და ექსკურსიების რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, სამშენებლო ტრესტ "საქკურორტმშენის" მმართველი; 1989-1993 წწ. სამშენებლო ტრესტ "საქსომხეთმშენის" მმართველი; 1983-1997 წწ. სამშენებლო-სამრეწველო მუნიციპალური საწარმო "თბილისის" პრეზოდენტი; 1997-2005 წწ. სს "მთავარინვესტის" გენერალური დირექტორი; მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რაიონში მსხვილი საცხოვრებელი კომპლექსების, 500-ადგილიანი სასტუმროებისა და სანატორიუმების (ბათუმში, ოჩამჩირეში, მენჯში), "ბურევესტნიკის", "შრომითი რეზერვების", "მძლეოსნობის მანეჟის" სპორტული კომპლექსების თბილისში, ასევე, პიონერთა ბანაკების (მესტიაში, ონში, სიღნაღში) და საკურორტო-ტურისტული კომპლექსების (სოხუმში, გაგრაში, ქობულეთში, წყალტუბოში, ბორჯომში, ლაგოდეხსა და გორში) მშენებლობასა და რეკონსტრუქციაში; ხელმძღვანელობდა სომხეთისა და საქართველოს მიწისძვრისგან დაზარალებულ ზონებში სამშენებლო-აღდგენით სამუშაოებს; წლების განმავლობაში იყო საქართველოს კპ რუსთავის საქალაქო კომიტატის ბიუროს წევრი და საქალაქო საბჭოს დეპუტატი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის "ანანია შირაკაცის" (სომხეთის რესპუბლიკის) ორდენი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.380; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.60 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |