შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ მაჭავარიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1962 წელს. 1968 წლამდე მუშაობდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და პროფკავშირების კურორტების მართვის რესპუბლიკური საბჭოს საპროექტო ორგანიზაციებში კონსტრუქტორად; 1968-1970 წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს საწარმოო სამმართველოს მთავარი სპეციალისტი; 1970-1992 წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "თბილქალაქმშენის" განყოფილების გამგე, მთავარი ინჟინრისა და გაერთიანების უფროსის მოადგილე; მონაწილეობდა გაგრისა და ბორჯომის საკურორტო სფეროს ობიექტების დაპროექტებაში, მუხიანის, გლდანისა და დიდი დიღმის მიკრორაიონების საბინაო და კომუნალური მეურნეობის ობიექტების მშენებლობაში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.380
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |