შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე მაჭავარიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1962 წელს. 1962-1975წწ. მუშაობდა ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამშენებლო ტრესტ "ინჟმშენის" N3 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოში ინჟინრად, უფროს ინჟინრად, საწარმოო გაერთიანების უფროსად, მთავარ ინჟინრად; 1975-1992წწ. საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტის" გაზისა და საინჟინრო ნაგებობათა განყოფილების პროექტის მთავარ ინჟინრად და ხელმძღვანელად; 1992 წლიდან იყო საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტის" მთავარი ინჟინერი, შემდგომ გენერალური დირექტორი; მონაწილეობდა ქ. თბილისის კომუნალური მეურნეობის ძირითადი ობიექტების დაპროექტებაში; იყო გაზის ყველა კატეგორიის გაზსადენის - I, III, IV, V, VI და VII წყალსადენების რეკონსტრუქციის, შემოვლითი წყალსადენისა და მეტროსადგურ "დელისსა" და "ბახტრიონს" შორის არსებულ მონაკვეთში საინჟინრო ქსელების რეკონსტრუქციის პროექტების მთავარი ინჟინერი; ასევე, მთაწმინდის რაიონში დანგრეული კვარტლების საინჟინრო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მთავარი ინჟინერი; ხელმძღვანელობდა "სართიჭალა-გაჩიანის" ნავთობსადენის მშენებლობას, ქ. თბილისის განვითარების გენგეგმის მოსამზადებელ სამუშაოებს; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, არის ევროგაერთიანების საერთაშორისო პრემიის ლაურეატი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.380-381; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.95 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |