The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი მახარაძე

გივი მახარაძე
დაბადების თარიღი:1935  (90 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ყაზბეგი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1959 წელს. 

1959-1972წწ. მუშაობდა საქართველოს სახალხო მეურნეობის საბჭოს სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1972-1978წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N13 სამშენებლო ტრესტის N5 სამშენებლო სამმართველოს უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1978-1979წწ. ამავე ტრესტის N7 სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად, N5 სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1979 წლიდან მუშაობდა საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის მთავარ სამმართველოში და სხვადასხვა პერიოდში იყო აღმოსავლეთ საქართველოს სარესტავრაციო-საწარმოო სახელოსნოს დირექტორის, სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანების მთავარი ინჟინრისა და ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს მთავარი მშენებლის თანამდებობებზე; 1995 წელს რუსეთის ფედერაციის სამშენებლო კორპორაცია "ტრანსმშენმა", უდიდესი საგამოფენო და საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის, ისტორიულ არქიტექტურული ნაგებობების "გოსტინიდვორის" აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით მიიწვია ქ. მოსკოვში, სადაც ხელმძღვანელობდა აღნიშნული ობიექტის აღდგენა-რეკონსტრუქციის პროცესს; ობიექტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ქ. მოსკოვისა და მოსკოვის ოლქის სამოქალაქო და სამრეწველო დანიშნულების ობიექტების მშენებლობაზე; მისი მონაწილეობით ქ. თბილისში აშენდა ისეთი ობიექტები, როგორებიცაა: ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეარტი (აღდგენა-რეკონსტრუქცია), საცხოვრებელი სახლი თაყაიშვილის ქუჩაზე, აბრეშუმის ჟაკარდული ქსოვის ფაბრიკა ღრმაღელეში, სტაბილური იზოტოპების სამეცნიერო საწარმოო ინსტიტუტის კომპლექსი, რაიონული თბოცენტრი საბურთალოს მასივში, საშუალო სკოლა ღრმაღელეში, საბავშვო ბაღი დიდუბეში, ასევე რესტავრირებული იქნა ისტორიისა და კულტურის ძეგლები კახეთში, ქართლში, მთიულეთში, ხევში; აღნიშნულმა ობიექტებმა რესპუბლიკურ და საკავშირო კონკურს-დათვალიერებაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა. მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.382-383

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1981 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის აღდგენა-რეკონსტრუქციისათვის

გააზიარე: