Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი მახარაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა ყაზბეგი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1959 წელს. 1959-1972წწ. მუშაობდა საქართველოს სახალხო მეურნეობის საბჭოს სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1972-1978წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N13 სამშენებლო ტრესტის N5 სამშენებლო სამმართველოს უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1978-1979წწ. ამავე ტრესტის N7 სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად, N5 სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1979 წლიდან მუშაობდა საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის მთავარ სამმართველოში და სხვადასხვა პერიოდში იყო აღმოსავლეთ საქართველოს სარესტავრაციო-საწარმოო სახელოსნოს დირექტორის, სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანების მთავარი ინჟინრისა და ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს მთავარი მშენებლის თანამდებობებზე; 1995 წელს რუსეთის ფედერაციის სამშენებლო კორპორაცია "ტრანსმშენმა", უდიდესი საგამოფენო და საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის, ისტორიულ არქიტექტურული ნაგებობების "გოსტინიდვორის" აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით მიიწვია ქ. მოსკოვში, სადაც ხელმძღვანელობდა აღნიშნული ობიექტის აღდგენა-რეკონსტრუქციის პროცესს; ობიექტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ქ. მოსკოვისა და მოსკოვის ოლქის სამოქალაქო და სამრეწველო დანიშნულების ობიექტების მშენებლობაზე; მისი მონაწილეობით ქ. თბილისში აშენდა ისეთი ობიექტები, როგორებიცაა: ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეარტი (აღდგენა-რეკონსტრუქცია), საცხოვრებელი სახლი თაყაიშვილის ქუჩაზე, აბრეშუმის ჟაკარდული ქსოვის ფაბრიკა ღრმაღელეში, სტაბილური იზოტოპების სამეცნიერო საწარმოო ინსტიტუტის კომპლექსი, რაიონული თბოცენტრი საბურთალოს მასივში, საშუალო სკოლა ღრმაღელეში, საბავშვო ბაღი დიდუბეში, ასევე რესტავრირებული იქნა ისტორიისა და კულტურის ძეგლები კახეთში, ქართლში, მთიულეთში, ხევში; აღნიშნულმა ობიექტებმა რესპუბლიკურ და საკავშირო კონკურს-დათვალიერებაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა. მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.382-383 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |