Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ავთანდილ მახარობლიშვილი![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-კონსტრუქტორის კვალიფიკაციით 1952 წელს. 1952-1953წწ. მუშაობდა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტში ინჟინერ-კონსტრუქტორად; 1953-1965წწ. საქართველოს სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტის" არქიტექტურული სახელოსნოს მთავარი კონსტრუქტორი იყო; 1965-1969წწ. მუშაობს საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის N10 სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1969-1974წწ. იყო სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "გიპროკინოს" თბილისის ფილიალის დირექტორი; 1974-1979წწ. იყო საქართველოს პროფკავშირების კურორტების მართვის რესპუბლიკური საბჭოს კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს უფროსი; 1979-1991წწ. მუშაობდა საქართველოს საპროექტო ინსტიტუტ "საქკურორტპროექტის" მთავარ ინჟინრად; მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით დაპროექტებული და აშენებულია რამდენიმე ათეული საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობები; მის მიერ პირველად დამუშავდა საქართველოში საცხოვრებელი სახლების ბლოკსექციები მზიდი ანაკრები კედლის პანელებით; დანერგილი აქვს სეისმომედეგი ანაკრები კონსტრუქციები სეისმური რაიონებისათვის; ინჟინერ-კონსტრუქტორ დ. ქაჯაიასთან ერთად მონაწილეობდა ქ. თბილისის სპორტის სასახლის მზიდი კონსტრუქციების დამუშავებაში; მისი ხელმძღვანელობით აშენდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი მაღლივი სასწავლო კორპუსი საბურთალოს რაიონში; არისდიდი სამამულო ომის მონაწილე (1942-1946); მიღებული აქვს საბრძოლო და სამოქალაქო სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.384
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |