The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვარდიკო ნადიბაიძე

ვარდიკო ნადიბაიძე
დაბადების თარიღი:31 მარტი, 1939  (82 წლის)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ორჯონიკიძე (ახლ. ქ. ვლადიკავკაზი, რუსეთი).

დაამთავრა რიაზანის სამხედრო-საავტომობილო სასწავლებელი 1961 წელს.

განაწილებულ იქნა კიევის სამხედრო ოლქში ქ. ჩუგუევში, სადაც მსახურობდა მე-6 წითელდროშოვანი გვარდიული არმიის მძიმე სატანკო დივიზიის 219-ე ცალკეული ავტოსატრანსპორტო ასეულის მე-3 საავტომობილო ოცეულის მეთაურად. 1962 წელს დაინიშნა ასეულის მეთაურის მოადგილედ, ხოლო 1965 წელს ასეულის მეთაურად გერმანიაში განლაგებულ საბჭოთა ჯარების ჯგუფში. 1967 წელს ჩააბარა გამოცდები ლენინგრადის ზურგისა და ტრანსპორტის აკადემიის საავტომობილო ფაკულტეტზე. 1972 წელს აკადემიის დამთავრებისთანავე დაინიშნა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში მე-4 საერთო-საჯარისო არმიის 75-ე მოტომსროლელი დივიზიის 34-ე მოტომსროლელი პოლკის საავტომობილო სამსახურის უფროსად. ქართულ არმიაში მას სამხედრო წოდება მინიჭებული არ ჰქონდა, ის მხოლოდ თავდაცვის მინისტრი იყო. 1974 წელს მაიორი ნადიბაიძე დაინიშნა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის საავტომობილო სამსახურის უფროს ოფიცრად მომარაგების დარგში. 1975–1976 წლებში ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ავტოინსპექციის უფროსია. 1976–1978 წლებში ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ავტოინსპექციის უფროსი ინსპექტორი. 1978–1986 წლებში კი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის საავტომობილო სამსახურის უფროსის მოადგილეა. 1986 წელს დაინიშნა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის საავტომობილო სამსახურის უფროსად. 1992 წელს დაინიშნა ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების ჯგუფის სარდლის მოადგილედ შეიარაღების დარგში. 1994 წლის 17 აპრილს დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრად. 1998 წლის 28 აპრილს პირადი პატაკის საფუძველზე გადადგა სამხედრო სამსახურიდან. ცხოვრობს თბილისში. ქართველი გენერალ-მაიორი; გენერალ-ლეიტენანტი.

წყარო: სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.114

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი

გააზიარე: