შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე რამიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი 1944 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გაიწვიეს საბჭოთა არმიაში. მონაწილეობდა (1941-1945) წლების სსრკ დიდ სამამულო ომში. მსახურობდა 1-ი უკრაინული ფრონტის მე-3 გვარდიული არმიის 127-ე მსროლელი დივიზიის 555-ე მსროლელი პოლკის უფროს ექიმად. მონაწილეობდა ჩეხოსლოვაკიის გათავისუფლებაში. ომის შემდეგ, 1945 წლის ბოლომდე იმყოფებოდა ჩეხოსლოვაკიაში, შემდეგ უნგრეთსა და გერმანიაში. 1949 წლიდან მსახურობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში, ჯერ აზერბაიჯანში, შემდეგ საქართველოში. დაამთავრა ლენინგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემია. აკადემიის დამთავრების შემდეგ მსახურობდა ციმბირის სამხედრო ოლქში, ჯერ ბრიგადის ექიმად, ხოლო შემდეგ დივიზიის ექიმად. 1955 წლიდან მსახურობდა სამხედრო სანატორიუმ "ლებიაჟიეს" უფროსად. 1959 წლიდან მსახურობდა დასასვენებელ სახლ "ელცოვნას" უფროსად. 1962 წლიდან მსახურობდა სამხედრო სანატორიუმ "ბოროვოეს" უფროსად. 1962 წელს გადაიყვანეს ყირიმში, სადაც მსახურობდა 1973 წლამდე ალუშტის (უკრაინა) სამხედრო სანატორიუმის უფროსად. 1973 წელს პოლკოვნიკი რამიშვილი დაინიშნა მის მიერვე აშენებულ თანამედროვე სამხედრო სანატორიუმ "ყირიმის უფროსად. 1985 წელს დაინიშნა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამხედრო კათედრის უფროსად, შემდეგ კი წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმის უფროსად. 1992 წელს დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამხედრო-სამედიცინო სამმართველოს უფროსად და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ დარგის რთული სისტემის შექმნაში. გენერალ რამიშვილის უშუალო ხელმძღვანელობით საქართველოში შეიქმნა 4 ჰოსპიტალი: ბათუმში, ქუთაისში, ახალციხესა და თბილისში. ყველა მათგანში სამედიცინო კადრების შერჩევა და განაწილება მისი ხელმძღვანელობით მოხერხდა. დაიღუპა ავტოავარიაში, ქ. თბილისში. ქართველი სამედიცინო სამსახურის გენერალ-მაიორი. წყარო: სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.116; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.306 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |